თრილერი
ნამსხვრევები Debris
როდესაც ციდან იდუმალი ნამსხვრევები იწყებენ ვარდნას, საერთაშორისო საიდუმლო სააგენტოს ევალება გაარკვიოს, რა არის ეს, საიდან მოვიდნენ და რაც მთავარია, რისი გაკეთება შეუძლიათ. პარტნიორები ბრიტანელი აგენტი ფინოლა ჯონსი და ამერიკელი აგენტი ბრაიან ბენევენტი, რომლებსაც გამოძიების ძალიან განსხვავებული სტილი აქვთ: ქალი კეთილია, ინტუიციური და დეტალებისადმი ყურადღებიანი, ხოლო მამაკაცი მომხიბვლელი, თავდაჯერებული და ფრთხილი. მაგრამ მათ ერთმანეთის ნდობის გარდა სხვა გზა არ დარჩენიათ, დასავლეთ ნახევარსფეროში მიმოფანტული ნარჩენების გამოსაძიებლად…
ტაძარი სეზონი 1 Temple Season 1
ლონდონის ქუჩების ქვეშ, რომლებიც ტაძრისკენ მიმავალ მიწისქვესა რკინიგზას ჩაუვლის და ქალაქისის ცენტრისკენ მიემართება, ბნელი საიდუმლო იმალება. მიტოვებულ გვირაბებში უკანონო კლინიკაა გახსნილი.
კრიზისი Crisis
Three stories about the world of opioids collide: a drug trafficker arranges a multi-cartel Fentanyl smuggling operation between Canada and the U.S., an architect recovering from an oxycodone addiction tracks down the truth behind her son's involvement with narcotics, and a university professor battles unexpected revelations about his research employer, a drug company with deep government influence bringing a new "non-addictive" painkiller to market.
ფობია Haunted
მამის გარდაცვალების შემდეგ კეტრინს საგვარეულო ქონება დარჩება მემკვიდრეობით ნორვეგიაში. როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კეტრინს უცნაურ გაუჩინარებებსა და შესაძლო მკვლელობებზე უამბობენ , იგი ხვდება რომ მას ოჯახის ბნელ წარსულთან მოუწევს შეხვედრა ...
კონტროლი Control
მხატვრული ფილმი, რომელიც ინგლისური ჯგუფის Joy Division გარდაცვლილ სოლისტის იენ კერტისის ცხოვრების უკანასკნელ წლებზე მოგვითხრობს. მის ბრძოლაზე უკვდავ სიყვარულთან ცოლის მიმართ და საყვარელთან ურთიერთობებზე ,ეპილეფსიის მძიმე შეტევებზე ,წარმოუდგენელ ტალანტზე და სცენაზე დაუვიწყარ გამოსვლებზე..
ოცნების ქვეყანა Dreamland
მონადირე მოზარდის თავგადასავლები, მოულოდნელად სულ სხვა მიმართულებით ვითარდება.
ტყუილების მემკვიდრეობა Legacy of Lies
MI6 ყოფილ აგენტს კვლავ შპიონაჟისა და დიდი ფსონების სამყაროში მოუწევს დაბრუნებარათ შოკისმომგვრელ სიმართლეს ახადოს ფარდა, რაც უცნობი საიდუმლო სამსახურების მიერ ჩატარებულ ოპერაციებს უკავშირდება.
საცავი The Vault (Way Down)
ტომი – საინჟინრო ფაკულტეტის გამორჩეული კურსდამთავრებულია, რომელიც ესპანეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკის საცავით არის დაინტერესებული. ბანკის შენობა 100 წლის წინ გეგმის გარეშე აშენდა და უსაფრთხოების სისტემა მიწისქვეშა მდინარეს მოიცავს - საგანგებო სიტუაციის დროს დაცულ ტერიტორიას წყლით ავსებს.
ოპერაცია წითელი ზღვა Operation Red Sea (Hong hai xing dong)
ამბავი იმაზე, თუ როგორ ეხმარებოდნენ იემენში სამოქალაქო ომის დროს, ჩინელი ჯარისკაცები ასობით თანამემამულეს და სხვა უცხოელებს ქვეყნიდან გაჰყვანაში.
მატარებელი ბუსანში 2 Train to Busan Presents: Peninsula
2016 წლის საშინელებათა ფილმში “მატარებელი ბუსანში” აღწერილი საზარელი მოვლენებიდან ოთხი წელი გავიდა, როდესაც უცნობი დაავდების ეპიდემიამ ზომბი-აპოკალიფსის დაწყება გამოიწვია, რამაც სამხრეთ კორეა მთლიანად გაანადგურა.
გეოშტორმი Geostorm
სტიქიური უბედურებების უპრეცენდენტო სერიის შემდეგ, მსოფლიო ლიდერები გაერთიანდნენ, რათა შეექმნათ ორბიტალური თანამგზავრები ბუნებრივი კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად.
სანტ ანჟის მარკიზი - მიზერერე The Mark of the Angels - Miserere
პარიზში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობისrnსომხურ ტაძარში მოკლეს ჩილეს ლტოლვილი ვილგელმ გეტცი, ბიჭების ჯგუფის რეჯენტი და ორღანისტი. კასდანი, გადამდგარი პოლიციის ოფიცერია და ტაძარის მრევლი, მაშინვე დაიწყებს საკუთარ არაოფიციალურ გამოძიებას.
დიდებული 39 Glorious 39
1939 წელი, ინგლისი. ენ კიისის ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება ნგრევას იწყებს, როდესაც ის შემთხვევით საიდუმლო ჩანაწერებს პოულობს, რომლებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას შორის შეთქმულებას ადასტურებდა. ენი საკუთარ გამოძიებას იწყებს.
კანონმორჩილი მოქალაქე Law Abiding Citizen
ფილმი პროკურორის თანაშემწეზე მოგვითხრობს. ის ფსიქიურად გაუწონასწორებელი დამნაშავის საქმეს იძიებს, რომელსაც ცოლ–შვილი მოუკლეს, მკვლელები კი სასამართლოს ჩარევით გაანთავისუფლეს. დაკავებული აყენებს ულტიმატუმს - მას ან გაუშვებენ, ან ქალაქში საშინელი მკვლელობების სერია დაიწყება... ადვოკატი ხვდება, რომ თავისი გადაწყვეტილებით თავად შექმნა ეს შიშის მომგვრელი ბოროტმოქმედი, და რომ მხოლოდ მას შეუძლია მისი შეჩერება...
სთოუნი Stone
ციხის ზედამხედველის – ჯეკის ცხოვრება კოშმარად გადაიქცა. სამაგალითო მეოჯახე და "კეთილი" პოლიციელი დამნაშავეებს პატიმრობიდან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. სთოუნი – მკვლელია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და გათავისუფლების არანაირი შანსი არ აქვს.
დაქირავებული მკვლელი Killerman
მო დაიმონდს, ნიუ იორკელ ფულის გამთეთრებელს, რომელსაც მილიონობით დოლარი აქვს მოპარული ნაღდი ფულისა და ნარკოტიკების სახით, ერთ დღესაც მეხსიერების გარეშე გაეღვიძება. უამრავ კითხვაზე პასუხს ქუჩებში ხეტიალში ეძებს, იქ კი მოძალადე და თაღლით პოლიციელებს უნდა დააღწიოს როგორმე თავი.
ხმაური Noise
დევიდ ოუენს ყველაფრიტ მოსწონს ნიუ-იორკი,გარდა ხმაურისა.უწყვეტ ხმაურს დევიდი მდგომარეობიდან გამოჰყავს.მას არაფრის კეთება აღარ შეუძლია და ყველაზე საშინელია ამ ხმაურის მოშორების შეუძლებლობა.მისი პირველი მსხვერპლი ავტომობიალია,ჩართული სიგნალიზაციით...
დრაივი Drive
ჰოლივუდელი მრბოლელი - დღისით გადასაღებ მოედნებზე ასრულებს ტრიუკებს, ღამით კი სარისკო თამაშს თამაშობს. მაგრამ ერთი სახიფათო კონტრაქტი და მასზე უკვე ნადირობას აცხადებენ. ახლა, საკუთარი თავისა და მომხიბლავი მეზობლის გადასარჩენად იგი იძულებულია ის გააკეთოს რაც ყველაზე კარგად გამოსდის - ვირტუოზულად დაუძვრეს მდევარს ხელიდან.
ჰანა: სრულყოფილი იარაღი Hanna
ჰანა ტყეში გაიზარდა.მას არაფერი არ იცის ცივილიზაციის შესახებ.მას შეუძლია ერთი გასროლით ფრინველების მოკვლა.იგი მამამ გაზარდა ესეთი რათა შური იძიოს თავის ძველ დამსაქმებლებზე...
ძიება Searching
დევიდ კიმის 16 წლის ქალიშვილი უგზო-უკვლოდ იკარგება. პოლიცია უძლურია. სასოწარკვეთილი მამა გოგონას კომპიუტერში ეძებს პასუხს. იგი აღმოაჩენს, რომ არაფერი იცის საკუთარი ქალიშვილის შესახებ.
ომის აჩრდილები Ghosts of War
ფილმი მოგვითხრობს ხუთ ომში გადაღლილ ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელთაც ფრანგული შატოს დაკავება დაავალეს მეორე მსოფლიო ომის მიწურულს. ეს მოულოდნელი შესვენება მალე საგიჟეთად გადაიქცევა, როდესაც ზებუნებრივ მტერთან პირისპირ აღმოჩნდებიან, რომელიც ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ნებისმიერი რამ ბრძოლის ველზე.
ეჭვს გარეშე Above Suspicion
ფედერალური ბიუროს აგენტი კენტუკის აპალაჩის მთებში იგზავნება, სადაც მას საშიშ, უკანონო საქმეში ჩაითრევენ ადგილობრივ ქალთან ერთად, რომელიც მისი ინფორმატორი ხდება.
რაც ზევით, ის ქვევით As Above, So Below
ეიფელის კოშკის სიდიადე და ბუტიკების ფუფუნება, დახვეწილი სამზარეულოს გემო და ელისეევის მინდვრების ფერები - ეს არის მხოლოდ სუდარა, რომელშიც იმალება ნამდვილი პარიზი.
მართალი ტყუილები True Lies
სპეც-აგენტი ჰარი ტასკერი ომეგა სექტორის ულტრა-საიდუმლო აგენტია, მის ცოლს კი ჰგონია, რომ იგი კომპიუტერების გაყიდვების მენეჯერია. როდესაც ჰარის ვინაობა გამოაშკარავდება, ისინი საერთაშორისო ტერორისტების კლანჭებში ამოყოფენ თავს და იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისა და ქორწინების გადასარჩენად.
პარანოია Disturbia
მამის გარდაცვალებამდე კეილის და მისი ოჯახის ცხოვრება სამოთხეს გავდა. მაგრამ ავტოკატასტროფის შემდეგ, რომელმაც მამა იმსხვერპლა ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერთან ერთად მასწავლებელმა თავს უფლება მისცა უტაქტოდ ეხუმრა მამამისის შესახებ, რაზედაც კეილმა ისეთი პასუხი გასცა, რომ სასამართლოში მოხვდა