აქვამენი Aquaman
არტურ ქიური აღმოაჩენს, რომ ის ატლანტის წყალქვეშა სამეფოს მემკვიდრეა, რომელიც თავის ხალხს წინ უნდა გაუძღვეს და გახდეს ის გმირი, რომელიც სამყაროს ასე ძალიან სჭირდება...
ტრანზიტი TRANSIT
იმისთვის, რომ დამნაშავეებმა უპრობლემოდ გადაიტანონ მოპარული ოთხი მილიონი დოლარი საზღვარზე, ერთ ჩვეულებრივ ოჯახს აიძულებენ ის ჩანთა გადაიტანონ, სადაც ფული დევს. ახლა კი დროა ფული უკან დაიბრუნონ და ისინი მზად არიან ყველაფერი გააკეთონ ამისთვის.
მშვიდი ადგილი A Quiet Place
ოჯახი იძულებულია ქალაქიდან მოშორებით სიწყნარეში იცხოვროს, რადგან დაიმალონ არსებებისგან რომლებიც ხმაზე რეაგირებენ.
ფრთების საიდუმლო Secret of the Wings
დინ-დინსა და მის მეგობრებს ყოველთვის ეშინოდათ ზამთრის ტყის საზღვრების გადაკვეთა, რადგან ლეგენდის მიხედვით იქ ძალიან საშიში იყო. ერთ მშვენიერ დღეს ის ცნობისმოყვარეობის გამო მიუახლოვდება ტყეს და ხედავს, რომ მისი ფრთები ბრყწინვას იწყებს. გაოცებული დინი გადაწყვეტს გაიგოს ჯადოსნური ფრთების საიდუმლო და ტყის სიღრმეში შედის, სადაც მას საოცარი თავგადასავალი ელის.
მოსიარულე მკვდრები სეზონი10 The Walking Dead Season 10
პოლიციელი რიკის გადარჩენილმა რაზმმა ახალი თავშესაფრის ძიებისას გაიგო, რომ სხვა გადრჩენილ რაზმები თავისი კანონებით ცხოვრობს. ნახევრად შეშლილი და სასტიკი ლიდერი გუბერნატორი გადარჩა, ციხის ტერიტორიაზე შესახლდა და თავის იქაურობას უცხოებს არ აკარებს.
სიყვარული +18 Love
სიყვარული ბოროტებაზე და სიკეთზე მეტია. სიყვარული - ეს გენეტიკური მოთხოვნილებაა. ეს ძღვენიცაა და წყევლაც. სიყვარული - ავადმყოფობაა, ნარკოტიკია. სიყვარული - ყველაზე მშვენიერი და ყველაზე საშინელი გრძნობაა ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ყველაფრის გადმოცემას ცდილობს რეჟისორი ფილმში, რომელიც ერთი ახალგაზრდა კაცის და ორი გოგოს სიყვარულისა და ვნების ისტორიაა.
ლედი და მაწანწალა II - უქნარას თავგადასავალი Lady and the Tramp II: Scamp's Adventure
ლედის და მაწანწალას ლეკვი, უქნარა არ ემორჩილება წესებს და სახლიდან გარბის, რადგან უნდა ქუჩის ცხოვრებით იცხოვროს. რას აირჩევს უქნარა საბოლოოდ სახლს, კომფორტს და ოჯახის სიყვარულს თუ ქუჩაში უდარდელად ცხოვრებას?
ბოცვერის მესერი Rabbit-Proof Fence
გასული საუკუნის დასაწყისში ,,ცივილიზებული" თეთრი ავსტრალიელები ცდილობდნენ მოერჯულებინათ თავიანთი ,,უმცროსი ძმები",ადგილობრივი აბორიგენები, რომ გამოეყენებინათ თავიანთი ყოფისათვის მსახურებად. ამისათვის იხსნებოდა სპეციალური სკოლები. ერთერთ ასეთ სკოლაში მოხვდა 14 წლის მოლი თავის 10 წლის და 8 წლის დებთან ერთად. მაგრამ გოგონებმა აქ დიდხანს ვერ გასძლეს და გარბიან უკან სახლისაკენ,რომელიც უკვე მათგან 1500 მილით არის დაშორებული და ისინი არმოჩნდნენ სრულიად მარტონი უდაბნოში, სადაც მხოლოდ ბოცვერის მესერი ამოჩნდება მათი მეგზური სახლისაკენ.
კაპიტანი მარველი Captain Marvel
ფილმი მოგვითხრობს კაროლ დანვერსის შესახებ - თუ როგორ გახდება იგი სამყაროს ყველაზე უფრო ძლევამოსილი გმირი, როდესაც დედამიწას გალაქტიური ომების დროს უცხოპლანეტელების ორი რასა დაიპყრობს.
მძიმე დღე A Hard Day
დედის დაკრძალვიდან დაბრუნებული, სპეციალური დანაშაულების დეპარტამენტის დეტექტივი გო გონ სუ მოხვდება ავარიაში, რის შედეგადაც იღუპება ადამიანი. მომხდარ ავარიას შეუძლია მომენტალურად ბოლო მოუღოს მის კარიერას, გაანადგუროს მისი ცხოვრება. იმისათვის, რომ დამალოს თავისი დანაშაული, იგი მალავს გარდაცვლილის სხეულს დედის საფლავში.
გზა არსად Enter Nowhere
სამი უცნობი მოულოდნელად ხვდება ტყის სახლში, სამივე მშიერია, შეშინებულია და ცდილობს იპოვოს გზა გარეთ.
ეშმაკი და დანიელ ვებსტერი SHORTCUT TO HAPPINESS
დამწყები ნიუ-იორკელი მწერალი ეშმაკთან გარიგებას დებს, რათა მან ლიტერატურულ წარმატებას მიაღწიოს და გახდეს ბესტსელერების ავტორი. სამაგიეროდ ეშმაკი ათი წლის შემდეგ მის სულს მიიღებს. წლები სწრაფად მიქრის და აწ წარმატებული მწერალი იძულებულია დახმარება ადვოკატ დენიელ ვებსტერს სთხოვოს, რათა შეთანხმებულ გარიგებას დააღწიოს თავი.
ბოლო ცვლა Last Shift
ახალწვეული პოლიციელის უკანასკნელი ღამე განყოფილების დახურვამდე ნამდვილ კოშმარს ემსგავსება.
ალადინი და სასიკვდილო ლამპარი Aladdin and the Death Lamp
ალადინი - განძის მაძიებელი. ერთ დღეს ის და მისი მეგობარი ლუკა საფლავში პოულობენ უძველეს წიგნს, რომელშიც მოიხსენიება საიდუმლო საგანძური. წიგნის ხელმძღვანელობით, ალადინი აღმოაჩენს ლამფას და გამოუშვებს ჯინს, რომელიც ჩქარობს გახსნას პორტალი რათა შემოუშვას ჩვენი სამყაროში თავისი ათასი სისხლისმსმელი ძმა…
სიკვდილი ნილოსზე Death on the Nile
მრავმილიონიანი ქონების მემკვიდრე – ლინეტი საუკეთესო მეგობრის, ჟაკლინის საქმროს გაჰყვა ცოლად. ახალდაქორწინებული წყვილი გემით ნილოსზე არაჩვეულებრივ კრუიზში გაემგზავრნენ. ჟაკლინი კი, გადაწყვეტს ახლადშეუღლებულ წყვილს თაფლობისთვე ჩაამწაროს. საქმეს ერკულ პუარო იძიებს. ფილმი აგათა კრისტის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული...
დიდი ბრძოლა The Great Battle
645 წელს თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება, ერთ გამარჯვებას მეორე მოსდევს, თანგის არმია ანსის საზღვარს მიადგება, რომელსაც გენერალი იანგი იცავს. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.
კლეოპატრა Cleopatra
ისტორიული ეპოპეა კლეოპატრა, ეგვიპტის დედოფლის ტრიუმფი და ტრაგედია,ოთხი ოსკარის მფლობელი ფილმია. ეჭვიანი ძმისგან სასახლიდან გამოძევებული დედოფალი ტიტულს რომის იმპერატორის - იულიუს კეისარის დახმარებით აღიდგენს. ისინი ეგვიპტისა და რომის გაერთიანების იდეებით დაუახლოვდებიან ერთმანეთს. იმპერატორს კლავენ და კლეოპატრა გენერალ მარკ ანტონიას დაუახლოვდება და სწორედ ამ დროს ოქტავიანი მას ბრძოლას უცხადებს.
სიჩუმე The Silence
With the world under attack by deadly creatures who hunt by sound, a teen and her family seek refuge outside the city and encounter a mysterious cult.
ნარკოკურიერი The Mule
ფილმი მოგვითხრობს 90 წლის კორეის ომგამოვლილ ვეტერანზე, რომელიც 3 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინის გადატანას ცდილობს ილინოისის გავლით - მექსიკელი ნარკოდილერისთვის...
ავრორა Aurore
1909 წელი. სოფელში სახელწოდებით სენტ - ფელომენ - დე - ფორტევილ მერი-ენ კარონისა და ტელესფორ ჰანიონის ოჯახში მეორე გოგონა - ავრორა დაიბადება. ბავშვი ბედნიერ და მოსიყვარულე ოჯახში იზრდებოდა მაგრამ 1918 წელს დედა გარდაეცვალა. მალე ტელესფორი მერი-ენის ბიძაშვილ უდით მოიხიბლება და მეორედ დაქორწინებას გადაწყვეტს. ცხოვრება თითქოს დალაგდება... მაგრამ არა ავრორასათვის.
არტური იდეალური მილიონერი Arthur
არტურ ბეჩი მხოლოდ ორ რამეს მიიჩნევს ცხოვრებაში მთავრად: მის უდიდეს ქონებას და ძიძა ჰობსონის საღ აზროვნებას. ახლა მას მოუწევს არჩევანი გააკეთოს: ქორწინება გარიგებით, რომელიც უფრო გააძლიერებს მის ფინანსურ მდგომარეობას, თუ გაურკვეველი მომავალი მისი მთელი ცხოვრების სიყვარულთან - ლამაზ ნაომისთან...
გზაში AWAY WE GO
ახალგაზრდები, რომლებიც პირველი ბავშვის დაბადებას ელოდებიან, ამერიკაში მოგზაურობენ, რათა ახალი ცხოვრების დაწყებისათვის იდეალური ადგილი შეარჩიონ.
სტატუსის განახლება Status Update
ერთმანეთს გამომწერებისა და მოწონებების რაოდენობის მიხედვით ვაფასებთ. კაილიც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. ხელიდან ტელეფონს არ იშორებს, ფეხიდან კი სკეიდ ბორდს. მას უნიკალური სმარტფონი ჩაუვარდება ხელში, რომელიც ამ ტელეფონიდან გამოქვეყნებულ პოსტს რეალობად აქცევს. იგი იმაზე მეტს იღებს, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ სამყაროს ეპიცენტრში ყოფნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
დადებითი მხარე The Upside
ორი მამაკაცის კომედიური მეგობრობა, რომელთაგან ერთი კვადრიპლეგიითაა დაავადებული, ხოლო მეორე მისი მომვლელია კრიმინალური წარსულით.
ბიძია დრიუ Uncle Drew
დაგი მთელ დანაზოგს დათმობს , რათა მოხვდეს გუნდში ქუჩის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერს კარგავს. მან ტურნირისა და ფულადი პრიზის მოგების იმედი დაკარგა, სწორედ ამ დროს იგი კალათბურთის ლეგენდას გაიცნობს, რომელიც მას დაარწმუნებს დაბრუნდეს კორტზე ბოლოჯერ.