მსგავსი ფილმები
კრიპტონი Krypton
სერიალის მოქმედება ხდება სუპერმენის მშობლიურ პლანეტაზე ,მის დაბადებამდე ბევრი წლის წინ. სუპერმენის ბაბუა, რომელსაც მთელი ცხოვრება სჯეროდა კრიპტონის მოსახლეობის თანასწორუფლებიანობის, გადაწყვეტს ებრძოლოს უწესრიგობას. იგი მეცნიერ-ინჟინერთან ერთად გადაწყვეტს ააგოს ხომალდი, მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან დიდი ხანია აკრძალულია კოსმოსური ფრენები.
დიდი გამყინვარება 5: შეჯახება გარდაუვალია Ice Age: Collision Course
სკრატი, მოუხელთებელი რკოს დევნის დროს შემთხვევით კატაპულტირდება პირდაპირ კოსმოსში, სადაც გამოიწვევს კოსმოსურ მოვლენებს. ზუსტად ეს მოვლენები შეცვლიან მთელ სამყაროს. იმისთვის, რომ გადარჩნენ სიდი, მენი, დიეგო და სხვა ცხოველები, მათ უნდა დატოვონ თავიანთი სახლები და გაემართნონ სამოგზაუროდ ეგზოტიკურ ახალ მიწებზე სადაც შეხვდებიან მრავალ ახალ პერსონაჟს.
გველი LE SEROENT ( The Snake )
ვინსენტ მანდელი – ფოტოგრაფია, რომელიც განქორწინების პროცესითაა დაკავებული და ბავშვებზე მეურვეობის უფლებების ბრძოლით. მისი ისედაც აუტანელი არსებობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება მას შემდეგ, რაც წარსულიდან ჯოზეფ პლენდერის "მოჩვენება" გაჩნდება. მიმზიდველი და მომხიბვლელი პლენერი სინამდვილეში აღოჩნდება სასტიკ "მტაცებელად", რომელსაც სძულს თავისი ყოფილი თანაკლასელი და შუისძიების სურვილითაა შებყრობილი. შანტაჟი, გატაცება, მკვლელობა. ვინსენტი ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, და მას არაფერი რჩება სხვა, თ როგორ მიიღოს თამაშის წესები და დაიწყოს სასიკვდილო შერკინება.
შიგნით (ძმა) Insider (İcerde)
დასაწყისში ნაჩვენებია პოლიციის აკადემიის გამოსაშვები, სადაც სამართლიან, პატიოსან , ძლიერი სულის მქონე პოლიციელებს ამზადებენ. სარპს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მისი ძმა, რომელიც დიდი ხნის წინ გაიტაცეს, მასთან ერთად სწავლობდა აკადემიაში. გატაცებისას მას უმუტი ერქვა, შემდეგ კი მეტე. ბავშვობაში ის ძალით გააწევრიანეს დაჯგუფებაში, რომელიც არალეგალური ვაჭრობით იყო დაკავებული. ყველას უნდა ჰყავდეს მფარველი ანგელოზი, გოგონა მელეკი გახდება უმუტ-მეტესთვის ასეთი ანგელოზი. გოგონა მას სწორ გზაზე დააყენებს და აკადემიაში ჩაბარებაში დაეხმარება. ძმები საერთო ენას ვერ პოულობენ მათ შორის სულ კონფლიქტია. როგორ გაგრძელდება მათი ურთიერთობა აკადემიის დასრულების შემდეგ?
ლიდერის ბავშვობა THE CHILDHOOD OF A LEADER
მომხიბლავი ისტორია მე-20 საუკუნეში ფაშიზმის წარმოშობის შესახებ. ფილმი მოგვითხრობს პატარა ამერიკელი ბიჭის ბედზე, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში 1918 წელს. ბიჭის მშობლები მონაწილეობას ღებულობენ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმების შექმნაში. პატარა გმირი მოწმე ხდება მრავალი მოვლენის, რომლებიც გავლენას ახდენს მისი მსოფლმხედველობაზე, მაყურებელი იხილავს გენიალური, მაგრამ საშინელი პიროვნების დაბადებას.